ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი პარლამენტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საგზაო რუკას გააცნობს

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ე.წ საგზაო რუკას წარადგენს.


პარლამენტს ეს ინფორმაცია მიეწოდება სამშვიდობოების შესახებ 10 ოქტომბერს მიღებული დადგენილების ფარგლებში, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ საგზაო რუკის კანონმდებლებისათვის გაცნობას დეკემბრისთვის ითვალისიწნებს.


თბილისის ინიცირებული სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  ეუთოს 55 ქვეყანამ საქართველოს შესახებ 6 დეკემბერს ლიუბლიანაში მიღებულ განცხადებაში დაუჭირა მხარი, კონფლიქტის სამეტაპიან მოგვარებას 2006 წლის ბოლომდე ითვალისწინებს.


ზურაბ ნოღაიდელი პარლამენტში მისვლას დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რის შედეგადაც როგორც საპარლამეტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს სამშვიდობო გეგმის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button