skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე შესაძლოა შსკ-ს სხდომას არ დაესწროს

დღეს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი ჩამოდის, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე გაემგზავრება ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე დასასწრებად, სადაც იმსჯელებენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გართულებული სიტუაციის მიზეზებზე.


ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ქართული მხარე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით შსკ–ს სხდომაში. 


სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარისათვის წინასწარ არ იყო ცნობილი 8 დეკემბერს ცხინვალაში შსკ-ს სხდომის დანიშვნის შესახებ. 


წინასწარი ინფორმაციით, გიორგი ხაინდრავა შსკ–ში რუსული მხარის თანათავმჯდომარეს ვალერი კენიაკინს თბილისში შეხვდება.


ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით გიორგი ხაინდრავა ცხინვალშიც გაემგზავროს შსკ-ს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button