
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმა, რომელმაც 7 დეკემბერს უკვე გამართა შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან ნინო ბურჯანაძესთან.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე სიტყვით მიმართა ქართველ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ძირითადად საკანონმდებლო სფეროში ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
“ღია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობა“, – განაცხადა ენე ერგმამ.
დაგეგმილია ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან. ენე ერგმა საქართველოს 8 დეკემბერს დატოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)