skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია დეპუტატებს შორის მომხდარი ჩხუბის გამოძიებას ითხოვს

ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიულმა ფრონტმა“ 4 დეკემბერს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მიმართა თბილისის საკრებულოში 2 დეკემბერს საკრებულოს წევრებსა და ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის მომხდარი ჩხუბის გამოძიების მიზნით.


“ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა ოპოზიციონერ დეპუტატებზე“, – განაცხადა “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა 4 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


“დემოკრატიულმა ფრონტმა“ ასევე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს თხოვნით დაგმოს ეს ინციდენტი.


თუმცა, კვირას გამართულ პრეს-კონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან დავით იოსელიანმა უარყო, რომ ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი და ოპოზიციონერი დეპუტატები ჩხუბის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button