ახალი ამბები

აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა 27 ნოემბერს ერთსაათიანი საპროტესტო აქცია გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს.


თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, მკვიდრდება ერთდონიანი თვითმმართველობა რაიონული მუნიციპალიტეტების სახით. თუმცა უქმდება სოფლებში, თემებსა და პატარა ქალაქებში დღეს მოქმედი ქვედა დონის 1100 საკრებულო.  ოპოზიცია ამ წინადადების წინააღმდეგ გამოდის და მერების პირდაპირ არჩევნებს მოითხოვს.


“ამ საპროტესტო აქციის მიზანია დავანახოთ, რომ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრი, რომელიც, ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 27 ნოემბერს.


13 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის ასობით მხარდამჭერმა ანალოგიური აქცია გამართა პოლიციის მიერ აღებული კურსის და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button