skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: კოსოვოს შემთხვევა სამხრეთ ოსეთისთვის არ გამოდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო საზოგადოება ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ეს პრეცედენტი არ გამოდგება სამხრეთ ოსეთისთვის.


“კოსოვოს პრეცედენტი რეალურად ვერ გამოდგება სამხრეთ ოსეთისთვის. ეს [რეგიონი] ჭადრაკის დაფას ჰგავს – იქ არის ქართული სოფელი, შემდეგ ოსური სოფელი, შემდეგ ისევ ქართული სოფელი და ასე შემდეგ. ამგვარად, ეს არ გამოდგება საქართველოსთვის, თუ ვინმე სერიოზულად არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს რეგიონი ქართველებისგან გაწმინდოს, რაც მე არ მგონია რომ მოხდება და არ მგონია, რომ ამის უფლებას მივცემთ ვინმეს“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ზურან ნოღაიდელი სიტყვით გამოვიდა თბილისში 22 ნოემბერს გახსნილ ორდღიან ფორუმზე “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა“, რომელიც “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავად იმართება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button