skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია ეროვნული კონსენსუსის შესახებ დოკუმენტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს ხელი მოეწერათ ეროვნული კონსენსუსის შესახებ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე, რომელიც ქვეყნის განვითარების იმ მთავარ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, რომლებიც მიჩნეულია როგორც უნივერსალურად მისაღები ყველა პოლიტიკური ძალის მიერ.  


დოკუმენტი მთავარ პრიორიტეტებად მიიჩნევს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ადამიანთა უფლებებს და სხვა საკითხებს. 


თუმცა, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი “რესპუბლიკელებიდან“ აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს კონსენსუსის დოკუმენტად, რადგანაც იგი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ  – ხელისუფლებამ შეიმუშავა. “რეალური კონსენსუსი ნიშნავს დიალოგს; თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ამგვარი დოკუმენტის შემუშავება, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და განვიხილოთ, თუ რა ტიპის დოკუმენტის მიღება გვსურს“, –  განუცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “იმედს“ 21 ნოემბერს.


“ამ დოკუმენტში საუბარია ადამიანთა უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, მაგრამ ამ მთავრობისგან ცინიკურია ამ ღირებულებებზე საუბარი“, – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ “კონსერვატორული” პარტიიდან.


“ჩვენ დავთანხმდებით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, თუ მასში შევა დებულება, რომელიც პრეზიდენტის გადადგომას და პარლამენტის დათხოვნას ითვალისწინებს“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button