skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა და ალიევმა აზერბაიჯანში წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან 5 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარება განიხილა, იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერტაგი“.


სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, რომელთა მიზანიც “გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების“ უზრუნველყოფა იყო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button