skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს არჩევნებში გამარჯვება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისის მეჩეთში სტუმრობისას კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანში 6 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და განაცხადა, რომ “გამარჯვებას უსურვებს, არა რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს, არამედ მთელ აზერბაიჯანელ ხალხს“.


“მე გამარჯვებას ვუსურვებ აზერბაიჯანელ ხალხს იმიტომ, რომ აზერბაიჯანში მშვიდობა, სტაბილურობა და აზერბაიჯანის თავისუფლება ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის…მთელი რეგიონისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, – განაცხადა 4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა. 

This post is also available in: English Русский

Back to top button