
ვორონინი: სეპარატისტული რეჟიმები გარე ძალების მხარდაჭერით არსებობენ
მოლდოვას პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის განცხადებით, პოსტ–საბჭოთა სივრცეში “სეპარატისტული რეჟიმები“ გარე ძალების მხარდაჭერით არსებობენ, იუწყება 3 ნოემბერს “რია ნოვოსტი“.
“ყოფილი საბჭოთა სივრცის სეპარატისტული რეჟიმები ზოგიერთი ჩვენი რეგიონალური პარტნიორის დახმარებით არსებობენ… გარე ძალების მხარდაჭერის გარეშე, ეს რეჟიმები უბრალოდ ვერ იარსებებდნენ“, – განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა კიშინიოვში სუამის [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი] წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრაზე.
“სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს… მოლდოვა სუამში თავისი მონაწილეობით მკაფიოდ უსვამს ხაზს პრიორიტეტულ ვექტორებს ამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ვორონინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)