ახალი ამბები

კონტროლის პალატა საგარეო უწყებაში “ფინანსურ დარღვევებს“ ავლენს

კონტროლის პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იაკობ მესხიამ 4 ნოემბერს გამართულ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კონტროლის პალატამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა.


იაკობ მესხიას განცხადებით, ეს სავარაუდო დარღვევები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს ჰქონდა ადგილი, უკავშირდება 132 000 ლარის ოდენობის აღჭურვილობის და მანქანების შესყიდვას ტენდერის გამოცხადების გარეშე, ასევე “ათასობით ლარის დახარჯვას“ იმ ჟურნალისტების მგზავრობის ხარჯებზე, რომლებიც ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ახლდნენ. 


სალომე ზურაბიშვილმა უკვე უარყო ბრალდებები და მათ უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, ეს არის მთავრობის მცდელობა ზეწოლა მოახდინოს მასზე და მის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button