skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში რუსული პენსიების მისაღებად რუსული პასპორტებია საჭირო

2005 წლის დეკემბრიდან რუსეთი წყვეტს პენსიების გაცემას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ჯერ არ აუღიათ რუსული პასპორტები, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ 1 ნოემბერს.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ იმ პირების რაოდენობა, რომლებიც რუსეთიდან იღებენ პენსიებს, მაგრამ რუსული პასპორტები ჯერ არ აუღიათ, 2 027-ს აღწევს.


დე-ფაქტო ვიცე-პრემიერის თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ბევრჯერ მოუწოდა ამ ადამიანებს, რომ აიღონ რუსული პასპორტები. “ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მოვუწოდოთ რუსეთს არ შეწყვიტოს, არამედ დროებით შეაჩეროს პენსიების გაცემა, სანამ ეს ხალხი პასპორტებს აიღებს. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ, რადგანაც რუსეთმა უკვე რამდენჯერმე გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ლაკერბაიამ.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button