skip to content
ახალი ამბები

კოკოითი ლოშჩინინს მოსკოვში შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 31 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესის შემდგომი განვითარების საკითხი ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) შემდგომი სხდომის წინ, რომელიც ეუთოს ეგიდით 15-16 ნოემბერს ლიუბლიანაში გაიმართება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button