ახალი ამბები

რუსეთს სურს საქართველომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ შეთანხმება შეასრულოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 31 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს ქართული მხარის მიერ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების კონტროლის შესახებ შეთანხმების შესრულება, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


პუტინმა ეს განცხადება მოსკოვში რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედროს დროს გააკეთა, მას შემდეგ რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მიაწოდა მას ინფორმაცია, რომ ეს შეთანხმება მოქმედებს დსთ-ს ყველა ქვეყანაში გარდა საქართველოს და თურქმენეთისა.


როდესაც ვლადიმერ პუტინმა იკითხა, თუ რატომ არ არის ეს შეთანხმება ძალაში ამ ორ ქვეყანაში, თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: “თურქმენეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ხოლო საქართველომ მოაწერა ხელი [შეთანხმებას], თუმცა არაფერი გააკეთა მისი შესრულებისთვის“.


“ეს ალბათ ბიუროკრატიული შეფერხების გამო ხდება. ამიტომ, საჭიროა ქართველ კოლეგებთან მუშაობის განახლება [ამ საკითხთან დაკავშირებით]“, – განაცხადა პუტინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button