skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: მოლაპარაკებების დაბალანსებულ ფორმატს ვუჭერთ მხარს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთვის“ 31 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა უარყო, რომ მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებით, ქართული მხარე ამცირებს რუსეთის როლს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


“საუბარი არ არის მოსკოვის ვაშინგტონით ჩანაცვლებაზე. არავინ არ ცდილობს რუსეთის როლის დაკნინებას ამ პროცესში. ლაპარაკია თამაშის სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე და [მოლაპარაკებების] ფორმატის გაფართოებაზე, ასევე მისი ეფექტურობის გაზრდაზე. არსებული ფორმატის ფარგლებში ჩვენ უკვე მრავალი წელია ვერ შევძელით პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.   


საქართველოს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის შემადგენლობაში ეუთოს, ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლების ჩართვაც სურს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button