skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავამ აშშ-ს ელჩთან სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმა განიხილა

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს შეხვდა, სადაც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმა განიხილეს.


საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული სამშვიდობო გეგმა იმ მიზნებს და ამოცანებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეებსა და 2006 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით გეგმავს.


ჯონ ტეფტმა გიორგი ხაინდრავასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმას.


“შემდგომი ეტაპი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა უნდა იყოს“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button