ახალი ამბები

ხაინდრავა შსკ-ს ფორმატში მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელიც 24–25 ოქტომბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, აცხადებს, რომ საქართველო აზრს ვერ ხედავს შსკ–ს მუშაობის გაგრძელებაში, იუწყება “რია ნოვოსტი“ 25 ოქტომბერს. 


„მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდა კონკრეტული შედეგის მიღება და არა გაყინული მდგომარეობა“, – განაცხადა მოსკოვში გამართულ პრეს–კონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ.  


მისი თქმით, შსკ–ს სხდომაზე ქართულმა მხარემ კომისიის უუნარობის საკითხი დააყენა.

“ის შეთანხმებები, რაც [შსკ –ს] 16 შეხვედრის შედეგად მივიღეთ, იძლეოდა კონფლიქტის მოგვარების საშუალებას, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ გაკეთებულა“, – აღნიშნა ხაინდრავამ.


სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ შსკ-ს 10 სხდომის ოქმი კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებდა. “სინამდვილეში ჩვენ მივიღეთ არნახული მილიტარიზაცია… სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button