skip to content
ახალი ამბები

თბილისს ევროკავშირის „ტროიკა“ სტუმრობს

25-27 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის „ტროიკის“ დელეგაცია, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საიმონ სმითი ხელმძღვანელობს. 


დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრაიან ფოლი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე, ევროკომისიის წარმომადგენლები კურტ იული და ჰეიდემარია გუერერი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლები 25-26 ოქტომბერს შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან.


საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის შესახებ კონსულტაციების დაწყებას, საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობას საზღვრის რეფორმის სფეროში და ქვეყნის შიდა კონფლიქტების დარეგულირებას. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button