ახალი ამბები

ეუთო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მაღალი დონის შეხვედრის ინიციატივით გამოდის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, რომელიც ამჟამად მოსკოვში შერეული საკონსტროლო კომისიის (შსკ) შეხვედრაში მონაწილეობს, 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა მხარეებს მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება შესთავაზა ლიუბლიანაში (სლოვენია) ნოემბრის თვეში, იტყობინება რუსული რადიოსადგური “ეხო მოსკვი“.


“ეს ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრას ეუთოს და სამხრეთ ოსეთის მხარის მონაწილეობით“, – განაცხადა ხაინდრავამ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა, რომელიც შსკ-ში რუსულ მხარეს წარმოადგენს, ასევე დაადასტურა 24 ოქტომბერს, რომ მსგავსი შეხვედრა შესაძლოა მართლაც გაიმართოს ლიუბლიანაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button