ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

18 ოქტომბერს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია თორთლაძემ საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.


“სივილ ჯორჯიას“ თორთლაძემ განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნამ დააჩქარა.


“ამ მიზეზის გარდა, მე [ფრაქციისგან] საყვედურები მივიღე მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერის გამოც. ჩემი ძირითადი უკმაყოფილება გამოიწვია იმ დამოკიდებულებამ, რომელსაც ფრაქციის 5 წამყვანი, გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა დანარჩენი წევრების მიმართ იჩენს  – მე მასის წევრი არ ვარ“, – განუცხადა /;სივილ ჯორჯიას“ 19 ოქტომბერს გია თორთლაძემ.


თორთლაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი აპირებს გაწევრიანდეს ახალ ფრაქციაში, რომლის ჩამოყალიბების თაობაზეც პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფები “რესპუბლიკელები“, “კონსერვატორები“ და რამოდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ამჟამად კონსულტაციებს მართავს.


გია თორთლაძე მეცამეტე დეპუტატია მათ შორის, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button