ახალი ამბები

რუსეთი კვლავ ადანაშაულებს საქართველოს ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაში

ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტული ოპერაციების კოორდინირების რეგიონალური ოპერატიული შტაბის უფროსმა არკადი ედელევმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ დაქირავებული მებრძოლი პირები კვლავ იყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო მარშრუტს ჩეჩნეთში შესასვლელად. 


“რია ნოვოსტი“ იტყობინება ედელევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ გასული წლების განმავლობაში “ბევრმა მებრძოლმა“ დატოვა ჩეჩნეთი “რეაბილიტაციის“ მიზნით.


“ათობით მათგანი პანკისის ხეობაში დარჩა, სხვები კი იორდანიაში და თურქეთში, და ერაყშიც კი გაემგზავრნენ“, – განაცხადა მან.


ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ოფიციალური პირები პერიოდულად ადანაშაულებენ საქართველოს ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაში. ამჟამად, პანკისის ხეობაში რამდენიმე ათასი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button