skip to content
ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ქართული სექტორი დღეს ამოქმედდება

დღეს საქართველოს აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და აჰმედ ნეჯეთ სეზერი ესტუმრნენ, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გარდაბანში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს სექტორის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან შეხვედრა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ქართული მონაკვეთის გახსნას ასევე დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი, “ბრითიშ პეტროლეუმის” (BP) მთავარი მენეჯერი მეინ ქონი და უცხოეთიდან მოწვეული სხვა სტუმრები. 
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ნავთობის პირველი ნაკადის გაშვების საზეიმო ცერემონია 25 მაისს აზერბაიჯანში, სანგაჩალის  ნავთობტერმინალზე გაიმართა, ხოლო თურქეთში ანალოგიური ღონისძიება ნოემბერშია დაგეგმილი.


10 მილიონი ბარელი ნავთობია საჭირო 1,769 კილომეტრი სიგრძის მქონე ნავთობსადენის შესავსებად, რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობის თურქეთში და შემდეგ დასავლეთის ბაზარზე ტრანსპორტირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button