skip to content
ახალი ამბები

სომხეთის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისს ჯავახეთში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გარნიკ ისაგულიანმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს სამცხე–ჯავახეთთან ურთიერთობისას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.


“საქართველოს ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს თავისი ქმედებების დროს, რადგანაც ყველაზე პატარა პროვოკაციაც კი შესაძლოა ფართომასშტაბიან შეტაკებაში გადაიზარდოს“, – განაცხადა გარნიკ ისაგულიანმა პრეს–კონფერენციაზე.


მან ასევე კომენტარი გააკეთა ბოლოდროინდელ შეტაკებაზე, რომელიც 5 ოქტომბერს მოხდა, როცა ახალქალაქის ასობით ადგილობრივმა მოსახლემ ფინანსური პოლიციის მიერ სავაჭრო ობიექტების დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. დაძაბულობა მაშინ გამწვავდა, როდესაც პოლიციამ ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რათა აქცია დაეშალა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ “სერიოზული პრობლემა არ არსებობს და სამართალდამცავები რეგიონში ვითარებას აკონტროლებენ“.


“ჩვენი პოლიცია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ [სამცხე–ჯავახეთის] ამ რაიონებში, სადაც ადრე სრული უკონტროლობა იყო, კონტროლს ვამყარებთ. ყველანაირი არეულობის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება“, –განუცხადა 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button