skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებული სამეგრელოსა და გურიის რაიონები მოინახულა.  


ბოლო 3–4 დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გურიის, აჭარის და სამეგრელოს მხარეში წყალდიდობებსა და მეწყერს ჰქონდა ადგილი, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაინგრა გზები, ხიდები და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა რეზერვისტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამაშველო სამუშაოებში. 


სტიქიური უბედურების გამო თურქეთში თავისი ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ სახელმწიფოს 10–15 მლნ ლარის ზარალი მიაყენა. თუმცა ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, კიდევ დამატებითი სახსრები დასჭირდება დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას.


სტიქიით დაზარალებულთა დახმარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ ასევე ქართველი ბიზნესმენები, რომელთაც გადაწყვეტილება სპეციალური საბანკო ანგარიშის გახსნისა და მოსახლეობის ნაწილისათვის ბინების შეძენის თაობაზე 7 ოქტომბერს ბიზნესმენთა ფედერაციაში შეხვედრისას მიიღეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button