skip to content
ახალი ამბები

იგორ გიორგაძის პარტია თბილისში ყრილობას ატარებს

პარტია “სამართლიანობა“, რომელსაც საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე ხელმძღვანელობს, 3 ოქტომბერს თბილისში ყრილობას ატარებს და მთავრობისგან სოციალური პრობლემების დაუყონებლივ მოგვარებას და დასავლეთზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს.   


პარტია “სამართლიანობამ“ ხელისუფლება ყრილობის ჩაშლის მცდელობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც პარტიის ათობით აქტივისტმა თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო, რადგანაც ზესტაფონში მათ ავტობუსს უცნობი პირები თავს დაესხნენ და დააზიანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ინციდენტი გორში მოხდა, სადაც საპატრულო პოლიციამ პარტიის აქტივისტების მინი-ავტობუსი გააჩერა და თბილისისკენ არ გამოუშვა იმ მოტივით, რომ მძღოლს მანქანის საბუთები არ ჰქონდა.


პარტიის ლიდერი იგორ გიორგაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული თავდასხმის გამო იძებნება. მან ქვეყანა 1995 წელს დატოვა და გავრცელებეული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button