ახალი ამბები

სააკაშვილი: ოპოზიციამ არჩევნებში “კატასტროფული“ შედეგი აჩვენა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს 1 ოქტომბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში “კატასტროფული მაჩვენებელი“ ქონდა. წინასწარი მონაცემებით, ხუთივე საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.


“არჩევნები იყო აბსულუტური, დამაჯერებელი და ძალზე იმედის მომცემი. იმ ხალხის იმედები ვინც ზოგიერთ ქვეყანაში ერთი-ორი თვის წინ ლაპარაკობდა, რომ ზაფხულში სააკაშვილის  ხელისუფლება აღარ იქნება საქართველოში, არ გამართლდა, მე მგონი ამ ხალხს გუშინ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლება არა მხოლოდ არსებობს, არამედ ძლიერდება და მყარად იდგავს ფესვებს ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ბათუმში ყოფნისას 2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა.


“ოპოზიციას ჰქონდა კატასტროფული მაჩვენებელი. საერთოდ შუალედური არჩევნები ეს არის ოპოზიციის არჩევნები, აქ ყოველთვის საპროტესტო ელექტორატი მძლავრობს და ჭარბობს. ხუთივე  რაიონიდან [ოპოზიციის მიერ] ხუთივე იქნა წაგებული… ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დღეს საქართველოში აშკარად სახეზეა მკვეთრი სისუსტე ოპოზიციის, რაც თავისთავად არ არის კარგი იმის გამო, რომ ყველანაირ ხელისუფლებას ყველაზე წარმატებულასაც კი, რა თქმა უნდა, სჭირდება კონსტრუქციული, პასუხიმგებლობის მქონე, გარკევული პოზიციების მქონე სხვა პარტიები, რომლებიც უდგანან ხელისუფლებას ოპოზიციაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button