ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ავტონომიას ითხოვს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 23-24 სექტემბერს კონფერენცია გამართა, სადაც რეგიონში არსებული პრობლემები იქნა განხილული.


კონფერენციაზე მიღებულ დადგენილებაში, სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას განიხილოს რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი “თვითმმართველობის ფართო უფლებამოსილებით, მათ შორის ყველა მმართველობითი ორგანოს არჩევის უფლებით“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.


დადგენილების ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის შეთავაზებით, საქართველოს ხელისუფლება “ახდენს საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსების უფლებების დისკრიმინაციას, რომელთაც სამოქალაქო ლოიალობის დემონსტრირება მოახდინეს“.


“ამავე დროს, იმ რეგიონებს, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს, სთავაზობენ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნის სხვა რეგიონში კომპაქტურად -დასახლებული ხალხებისთვის“,  ნათქვამია დადგენილებაში.


კონფერენციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ფედერალური მოწყობა პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა იქნება და მოუწოდეს საქართველოს ხელმძღვანელობას განიხილოს საკითხი “თავისუფალი და პირდაპირი არჩევნების გზით სამცხე-ჯავახეთის პარლამენტის შექმნის თაობაზე, რომელიც უფლებამოსილი იქნება გაატაროს კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე უფლებამოსილი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button