ახალი ამბები

ევროპის საბჭო კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, “დააწყონ  იარაღი და მოლაპარაკებებს შეუდგნენ“.


23 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ტერი დევისმა განაცხადა, რომ მას პარასკევს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან. “კმაყოფილი დავრჩი მისი მზადყოფნით, აწარმოოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ტერი დევისმა.


“მე გახლავართ კონფლიქტის რეგიონის სრული დემილიტარიზაციის მტკიცე მომხრე. მხარეებს მოვუწოდებ, დააწყონ იარაღი და შეუდგნენ მოლაპარაკებებს. მძიმე არტილერიის რეგიონიდან გაყვანას უნდა მოჰყვეს სრული დემილიტარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს წარმატებულ მოლაპარაკებებს“, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button