skip to content
ახალი ამბები

ეუთო გმობს მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნას ცხინვალში

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა დაგმო ის პირები “ვინც საარტილერიო თავდასხმა განახორციელა გასულ ღამეს ცხინვალის დასახლებულ პუნქტში“,– იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.


“მძიმე ტექნიკიდან სროლების განხორციელება დასახლებულ პუქტებში არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სერიოზული დარღვევაა, არამედ ცივილიზებული ქცევის და წესიერების ყველა ნორმის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა რუპელმა.


კონფლიქტის ზონიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ცხინვალში სამი ნაღმის აფეთქების შედეგად 10 სამოქალაქო პირი დაშავდა. სამხრეთ ოსეთის მხარის ინფორმაციით, სროლები საღამოს 7 საათზე ქართულ სოფელ ერგნეთიდან განხორციელდა.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა ასევე განაცხადა, რომ იგი საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან ერთად  შესაბამისი უწყებებისგან ელის ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.


“ამ და სხვა მოვლენების ფონზე, მე მხარს დავუჭერდი [ეუთოს] მისიის მოწოდებას მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრის ჩატარების თაობაზე“, – დასძინა რუპელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button