ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის მინისტრს უჭერს მხარს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 20 სექტემბერს იუსტიციის მინისტრ კოტე კემულარიას და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს შორის არსებული დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა, რომ კემულარიას გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და რომ მინისტრს უფრო სერიოზული საქმეები აქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კინკლაობაა.


იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკის ობიექტი გახდა ციხეებში არსებული კორუფციისა და ავადმყოფი პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობის გამო.


“ამჟამად ქუთაისში ახალი ციხე შენდება, რუსთავში ახალი ციხეების მშენებლობაც მალე დასრულდება და იუსტიციის მინისტრმა ეს საკითხები უნდა მოაგვაროს. იგი არ უნდა ჩაერთოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კინკლაობაში“,– განუცხადა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button