ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოს 143 მლნ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 15 სექტემბერს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება 2006-2009 წლებში 143 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ.


“ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყანას მისი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში“, –  განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა დონა დოუსეტ კოიროლომ.


საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის ძირითადი მიზნებია:



  • საქართველოში ბიზნეს-გარემოს  განვითარება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის ხელის შეწყობისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსების და ბაზრის გაუმჯობესების გზით;

  • მოსახლეობის განვითარების და სოციალური დაცვის ამაღლება – უკეთესი განათლება, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი სამსახურის მეშვეობით;

  • კორუფციის დონის შესამცირებლად კერძო სექტორის მართვისა და საბიუჯეტო პროცედურების გაძლიერება და საქართველოს მხარდაჭერა მისი განვითარების ძირითადი მიზნების მისაღწევად.

დირექტორთა საბჭომ აგრეთვე დაამტკიცა სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის პირველი პროგრამა, რომელიც 20 მლნ დოლარს მოიცავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button