ახალი ამბები

სერგეი შამბა გაეროს როლს მიესალმება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიესალმა გაეროს როლს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ქართულ და აფხაზ მხარეებს შორის “გადავიდა პრობლემების კონსტრუქციული განხილვის სტადიაზე“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ 14 სექტემბერს.


“გაერო ძალღონეს არ იშურებს, რათა [ხელსაყრელი] პირობები შექმნას გართულებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში… ისინი, ვინც ამ კონფლიქტს ზედაპირულად აფასებენ, შეშფოთებულნი არიან, რომ გაერომ აქამდე ვერ მოაგვარა პრობლემა, თუმცა მისი მოგვარება გაეროს ამოცანას არ წარმოადგენს“,– განაცხადა სერგეი შამბამ.


მისი თქმით, ბოლო დროს სამშვიდობო პროცესში რამოდენიმე პოზიტიური ნიშანი გაჩნდა. “ჩვენ გადავედით დიპლომატიური არგუმენტებიდან პრობლემების კონსტრუქციულ განხილვამდე“,– დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button