ახალი ამბები

ხაინდრავა ცხინვალში მიემგზავრება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა დღეს ცხინვალში ჩავა, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს შეხვდება.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გიორგი ხაინდრავა და ბორის ჩოჩიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის მოსამზადებელ საკითხებს შეათანხმებენ.


გიორგი ხაინდრავამ 14 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელის და ედუარდ კოკოითის შეხვედრა ცხინვალში, სავარაუდოდ, 25 სექტემბერს იგეგმება.


დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button