ახალი ამბები

სააკაშვილი: მედიაზე ზეწოლა პრეზიდენტზე თავდასხმის ტოლფასია

9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი მედია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა.


“თუკი ვინმემ გაბედა რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება მედიაზე, ჩემზე მეტი მტერი მას არ ეყოლება. ეს არის პირადად ჩემს პრეროგატივებზე, იდეალებზე და ავტორიტეტზე თავდასხმა“, იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. 


ეს განცხადება უკავშირდება ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრების სკანდალს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი დაპატიმრებას კორუმპირებული ჩინოვნიკების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button