skip to content
ახალი ამბები

ერაყში მორიგი ბატალიონი გაემგზავრა

დღეს ქუთაისის მე-2 ბრიგადის 21-ე ბატალიონი 558 ჯარისკაცის შემადგენლობით ერაყში გაემგზავრა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის წევრები თბილისიდან ჯერ ქუვეითში ჩაფრინდებიან, ორკვირიანი წვრთნის შემდეგ კი ერაყში გაემგზავრებიან. მე-2 ბრიგადის 21-ე ბატალიონი პირველი ბრიგადის მე-13 შავნაბადას ბატალიონს ჩაენაცვლება და ერაყში ექვს თვეს დაჰყოფს.


წინასწარი მომზადების ორთვიანი კურსი ჯარისკაცებმა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიარეს. 


საქართველო ერაყში კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს. ამჟამად ქართველ ჯარისკაცთა კონტიგენტი ერაყში 850 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button