skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კაკაბაძე სცემეს

ტელეკომპანია “202“-ის პოლიტიკური თოქ-შოუს დროებით წამყვანს ირაკლი კაკაბაძეს 6 სექტემბერს გვიან ღამით თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.


კაკაბაძე, მწერალი და პუბლიცისტი, გადაცემის წამყვანად საზოგადოებრივ საწყისებზე მას შემდეგ მუშაობს, რაც “დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი 27 აგვისტოს გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. ამ დაპატიმრების შემდეგ ტელეკომპანია “202“, რომელიც ყოველთვის მიიჩნეოდა მთავრობისგან განსხვავებული აზრის გამომხატველ ტელევიზიად, ხელისუფლების აშკარა კრიტიკოსი გახდა.


გავრცელებული ინფორმაციით, კაკაბაძე თავდამსხმელებმა გაძარცვეს. თუმცა, თავად კაკაბაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button