ახალი ამბები

რუშაილო ახალი საინტეგრაციო პოლიტიკის შემუშავების იდეით გამოდის

დსთ-ს აღმასრულებელმა მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ 1 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორგანიზაციამ უნდა შეიმუშავოს “ინტეგრაციის ახალი მოდელი“, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


“ახალი მოდელი საერთო ინტერესების, ასევე თითოეული სახელმწიფოს ინტერესების ადექვატური უნდა იყოს“, აცხადებს რუშაილო.


მისი თქმით, ორგანიზაციის სტრუქტურების რეფორმირების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ყაზანში დსთ-ს ლიდერების სამიტზე იქნა მიღებული, არის “დსთ-ს რეფორმირების პირველი ეტაპი“. “ამ საკითხზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება“, დასძინა მან.


მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებს შორის პრიორიტეტად რჩება.


26 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სააკაშვილს  ახლდა ყაზანში, ნათელი გახადა, რომ საქართველოს ურჩევნია დსთ იყოს თანამშრომლობის, ვიდრე ინტეგრაციის მექანიზმი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button