ახალი ამბები

საქართველო ჩეხეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოდერნიზებაში დახმარებას სთხოვს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე 23 აგვისტოს, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მარტინ ბელჩიკს შეხვდა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოდერნიზებაში ჩეხეთის რესპუბლიკის შესაძლო დახმარების საკითხები განიხილა, იტყობინება Prague Daily Monitor.    


ბარამიძე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში უკვე ესტუმრა უნგრეთს და პოლონეთში ვიზიტსაც გეგმავს.


Prague Daily Monitor-ის ცნობით, მარტინ ბელჩიკმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს სახელმწიფო რეგიონში “მასტაბილიზირებელ ფაქტორს“ წარმოადგენს.      


ჩეხეთის რესპუბლიკამ უკვე გადასცა საჩუქრად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button