skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი რუსეთის ელჩს გორის აფეთქებაში ეჭვმიტანილების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა დახმარებისთვის მიმართა რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს იმ ორი ოსი მოქალაქის გათავისუფლებაში, რომლებიც ქართველმა პოლიციელებმა ივლისში დააკავეს გორში თებერვალში მომხდარი აფეთქების სავარაუდო განხორციელების ბრალდებით, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 10 აგვისტოს. აფეთქების შედეგად სამი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა.


ინფორმაციის თანახმად, ორივე ეჭვმიტანილი – ოსი ეროვნების გიორგი ზასიევი და იოსებ კოჩიევი, რუსეთის მოქალაქეები არიან და ქართულმა მხარემ „შეთითხნა“ საქმე მათ წინააღმდეგ.


ქართველმა სამართალდამცავებმა გორის აფეთქებასთან დაკავშირებით მესამე ეჭვმიტანილიც დააკავეს – გიორგი ვალიევი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი წარმოშობით ქართველია – ვალიშვილი, თუმცა მან გვარი სამხრეთ ოსეთში გადასახლების შემდეგ შეიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button