skip to content
ახალი ამბები

შამბა და ხაინდრავა მოლაპარაკებებით კმაყოფილნი არიან

თბილისში 4 აგვისტოს გაეროს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა და სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებდნენ რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულად ჩაიარეს.


შამბას თქმით შეხვედრა, რომელიც ჟენევის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა, სამუშაო ვითარებაში გაიმართა და ნაყოფიერი აღმოჩნდა.


მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების გარენტიები, მათ შორის ცეცხლის განუახლებლობის საკითხი, ასევე გალის რაიონში დევნილთა დასაბრუნელბლად საჭირო ღონისძიებები.


ანალოგიური ფორმატის მორიგი შეხვედრა, რომელშიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, გერმანია, აშშ – ელჩებიც იღებენ მონაწილეობას, სექტემბერში სოხუმში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button