ახალი ამბები

ზურაბიშვილი მედიას ეთიკური ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ დუბაიში ხუთი ქართველის დაკავების გაშუქების მეთოდს არაეთიკური უწოდა.


“არ არის ეთიკური იმ ადამიანების ვინაობის დასახელება, რომელთაც ჯერ ბრალიც კი არ წაყენებიათ. მე გიჩივლებდით, მათი [დაკავებულების] ნათესავი რომ ვიყო“, განაცხადა 3 აგვისტოს პრეს–კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.


ქართული მედიით გაჟღერდა დუბაიში დაკავებული ხუთი ქართველის ვინაობა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით,  ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. თუმცა ინფორმაცია ბუნდოვანია, რადგანაც მედიის ზოგიერთი საშუალებები იტყობინებიან, რომ ოთხ ქართველს მალე გაათავისუფლებენ არასაკმარისი სამხილების გამო.


მინისტრის თქმით, მოცემულ მომენტში მას არ შეუძლია ამ საქმის შესახებ ინფორმაციის გაცემა, რადგანაც თავადაც არ ფლობს ზუსტ ცნობებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button