skip to content
ახალი ამბები

“რეზონანსი“ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს

3 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში “რეზონანსი“ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებსა და პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის პარლამენტის ვიცე–სპიკერით მიხეილ მაჭავარიანით შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბრობს.


“გავრცელებულ ინფორმაციებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებში არ ადასტურებენ. თუმცა პირად საუბრებში ამგვარ ცვლილებებს არ გამორიცხავენ“, წერს “რეზონანსი“.


გაზეთის ინფორმაციით, მაჭავარიანი პრეზიდენტის გუნდში დასაყრდენ ფიგურად აღიქვამს თავის თავს. თუმცა, სტატიაში არაფერია ნათქვამი, თუ რა არის ნოღაიდელის შესაძლო გადადგომის მიზეზი.


“რეზონანსი“ აცხადებს, რომ ამგვარი ცვლილებების შემთხვევაში შს მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძე, რომელიც ისნის საარჩევნო ოლქში აპირებს მაჟორიტარად კენჭისყრას,  პარლამენტის ვიცე–სპიკერის სავარძელს დაიკავებს.


გაზეთის თანახმად, საუბარია ასევე მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე, რასაც შესაძლოა  სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების შერწყმა მოჰყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button