ახალი ამბები

რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში მათი კანდიდატისთვის ბარიერის შექმნას აპროტესტებენ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააპროტესტა ის მეთოდი, რომლითაც, როგორც მან თქვა, ხელისუფლება ბათუმის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის გიორგი მასალკინის ჩამოცილებას ცდილობს.


უსუფაშვილის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭო, სადაც უმრავლესობაში მმართველი “ნაციონალურ მოძრაობაა”,  3 აგვისტოს გეგმავს  “აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელითაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის წევრად კენჭისყრა აეკრძალება.


ბათუმის საარჩევნო ოლქში რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი მასალკინია, რომელიც ამავდროულად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიცაა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მასალკინს მოუწევს აჭარის დეპუტატობაზე უარის თქმა, თუკი ის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.


“ხდება უმრავლესობის გამოყენება ყველაზე რეალური კონკურენტის ჩამოცილების მიზნით, რაც ხელისუფლების უზურპაციის კიდევ ერთი დადასტურებაა“, აცხადებს უსუფაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button