skip to content
ახალი ამბები

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი გაგრძელდა

29 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის კიდევ 6 თვით გაგრძელებას. გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში 12 წელია მოქმედებს.


29 ივლისს მიღებულ რეზოლუციაში უშიშროების საბჭო აღნიშნავს, რომ აფხაზეთის სეპარატისტული კონფლიქტის მოგვარების უმთავრეს საკითხებზე პროგრესის ნაკლებობა მიუღებელია და მოუწოდებს ორივე მხარეს მონაწილეობა მიიღონ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში და ყველაფერი გააკეთონ არსებული ურთიერთუნდობლობის აღმოსაფხვრელად.


27 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილის პირდმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამავდროულად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეცაა, სიტყვით მიმართა უშიშროების საბჭოს და კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება გააცნო.


ალასანიამ ისაუბრა თბილისის ახალ წინადადებებზე, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საწინააღმდეგო ერთობლივი, ქართულ–აფხაზური განცხადების მიღებას და აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას ეხება.


პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ასევე გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button