ახალი ამბები

ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაში ბორჯომს ექვსი ქალაქი შეეცილება

საერთაშორისო ოლიმპურმა კომიტეტმა დღეს გამოაცხადა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის შვიდი ქალაქი იბრძოლებს.


ესენია: ალმა–ატა (ყაზახეთი), ბორჯომი (საქართველო), ხაკა (ესპანეთი), ფხიენჩანი (სამხრეთ კორეა); ზალცბურგი (ავსტრია), სოჭი (რუსეთი) და სოფია (ბულგარეთი).


საქართველომ ბორჯომის კანდიდატურა ივნისში წარადგინა. “დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ”, განაცხადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა 22 ივნისს.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამარჯვებულ ქალაქს 2007 წლის ივლისში გამოაცხადებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button