skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ფინეთში მიემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 30 ივლისს სამუშაო ვიზიტით ფინეთში გაემგზავრება, სადაც ფინეთის პრეზიდენტს ტერჯა ჰალონენს, პარლამენტის თავმჯდომარეს და  საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.


ვიზიტის მიზანი ფინეთის ხელისუფლების მხარდაჭერის მოპოვება, მომზადებული ეკონომიკური პროექტების, მათ შორის რეგიონალური განვითარების პროექტებს წარდგენაა.


ბურჯანაძე ასევე გამართავს შეხვედრას სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დიმიტრი რუპელთან. პარლამენტის თავმჯდომარე  სიტყვით გამოვა ეუთოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button