skip to content
ახალი ამბები

სოხუმი და ცხინვალი ყოვლისმომცველი შეთანხმების დადებას გეგმავენ

26 ივლისს გაგრაში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, თვითგამოცხადებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცხინვალში “უახლოეს მომავალში“ ხელს მოაწერენ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ორ არაღიარებულ რესპუბლიკას შორის, იუწყება “აფსნიპრესი“.


“ხელმოწერილი შეთანხმება ადასტურებს ერთობას და [თვითგამოცხადებული] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მზადყოფნას ურთიერთდახმარების უზრუნველყოფის თაობაზე“, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ხელმოწერის ცერემონიიის შემდეგ.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, სოხუმი და ცხინვალი კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას უჭერენ მხარს. “თუმცა ქართული მხარის ფაშისტური იდეოლოგია უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, იუწყება “აფსნიპრესი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button