We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორობის პრეტენდენტთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა

საზოგადოებრივი ტელევიზიის 9–წევრიანმა სამეურვეო საბჭომ 16–დან 4–მდე შეამცირა გენერალური დირექტორობის კანდიდატთა რიცხვი.


ესენი არიან: დოდო შონავა, საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი; ბადრი კოპლატაძე ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლიდან; დავით პაიჭაძე, თბილისის სახელმწიფო უნივესტიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი და ლაშა ბაქრაძე.


სამეურვეო საბჭომ ოთხივე კანდიდატთან 22 ივლისს ჩაატარა გასაუბრება. საბჭო გამარჯვებულს 23 ივლისს გამოაცხადებს.

This post is also available in: English Русский

Back to top button