skip to content
ახალი ამბები

არუთუნიანს ბრალი უშიშროების თანამშრომლის მკვლელობაში წაუყენეს

22 ივლისს თბილისის პროკურატურის განცხადებით, ვლადიმერ არუთუნიანს, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია 10 მაისს პრეზიდენტ ბუშის თბილისში ვიზიტისას ხელყუმბარის სროლაში, ბრალი წაეყენება განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებაში.


საქმე ეხება შსს–ს კონტრტერორისტული სამსახური თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის მკვლელობას, რომელიც 20 ივლისს არუთუნიანსა და პოლიციას შორის გამართული ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა. 


ოფიციალურ პირთა განცხადებით, ხელყუმბარის სროლის ინციდენტზე ეჭვმიტანილს ბრალს მისი ჩვენების მიღების შემდეგ წაუყენებენ. ამჟამად, არუთუნიანი, რომელიც პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაჭრილია, მკურნალობის კურსს  თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button