skip to content
ახალი ამბები

კოფი ანანი აფხაზეთის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი სიტუაციის შესახებ უკანასკნელ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მოუწოდებს ქართულ მხარეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აფხაზური მხარის პოზიციებს ანგარიში გაუწიოს, აფხაზურ მხარეს კი ურჩევს გალის რაიონში განათავსოს გაეროს მისიის სამოქალაქო პოლიცია და გახსნას ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი.


გაეროს გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს აფხაზურ მხარეს ახალგაზრდებს თავიანთ მშობლიურ, ქართულ ენაზე სწავლის ნება დართოს.


კოფი ანანი რეკომენდაციას აძლევს “10 წლის გაეროს დამკვირვებელთა მისიის” მანდატის 2006 წლის 31 იანვრამდე გაგრძელებას.


გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მოხსენებაში კოფი ანანი ასევე აცხადებს, რომ ორივე [ქართული და აფხაზური] მხრიდან მხოლოდ “გულწრფელი ვალდებულება“ უზრუნველყოფს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების დასრულებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button